C ჰეპატიტის პროგრამა

C ჰეპატიტის პროგრამა

კლინიკა “ნეოლაბი” ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში:

  • კლინიკა „ნეოლაბში“ შესაძლებელია C ჰეპატიტზე პირველადი (ანტისხეულებზე) გამოკვლევა უფასოდ
  • C ჰეპატიტის პირველადი გამოკვლევით დადებითი პაციენტებისათვის, ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები პაციენტისთვის  უფასოა, ტარდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
  • C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები სრულიად უფასოა

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში გააგრძელოს გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და დაიწყოს მკურნალობა. პაციენტთა მკურნალობა მიმდინარეობს ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებით.
მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, არის თუ არა ინფიცირებული, რომ დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რათა წლების მანძილზე არ განვითარდეს C ჰეპატიტის ისეთი გართულებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო.