ექიმები

მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი

კვალიფიკაცია:

MD, MS, PhD

ხარისხი:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

პოზიცია:

კლინიკური განყოფილების გამგე. ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი

ქ. თბილისი, ტაშკენტის ქ. N47

+(995) 2 392803 maiabutsashvili@gmail.com

მიღებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი (PhD) ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს და ამავე უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიის მაგისტრის ხარისხი 2000 წელს. 1993 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. კლინიკური სტაჟირება გავლილი აქვს პარიზში, პიტიე-სალპეტრიერის კლინიკაში. 2010-2012 წლებში იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1993-2000 წწ მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ექიმ-ინფექციონისტად. 2009-2015 წლებში იყო სოროსის ფონდის სტიპენდიანტი აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) ფარგლებში. მაია ბუწაშვილი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში.