ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კლინიკა „ნეოლაბი“ დაარსდა 2002 წელს თბილისში. კლინიკა თავდაპირველად ფუნქციონირებდა „რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე, ხოლო 2010 წლიდან ფუნქციონირება განაგრძო, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. „ნეოლაბი“ აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს სტაჟირება აშშ–ის და საფრანგეთის წამყვან ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში. ნეოლაბში მკაცრად არის დაცული ხარისხის კონტროლის ყველა მოთხოვნა. კლინიკა „ნეოლაბის“ ლაბორატორია აღჭურვილია დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით. ლაბორატორიაში მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.

კლინიკა “ნეოლაბი” ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოხდა სხვადასხვა კლინიკების შეფასება და შეირჩა 4 კლინიკა, რომლებსაც მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროგრამაში და განეხორციელებინათ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ ოთხ კლინიკას შორის „ნეოლაბი“ იყო ერთ-ერთი, რომელიც პირველივე ეტაპზე ჩაერთო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის დაწყებიდან დღემდე კლინიკაში ათასობით ადამიანმა ჩაიტარა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა, რომელთა უმრავლესობა სრულად განიკურნა C ჰეპატიტის ვირუსისგან.

ნეოლაბის ლაბორატორია ასევე გთავაზობთ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია, ბაქტერიოლოგია. კლინიკაში ასევე წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობაა.