რა არის ვისცერული ლეიშმანიოზი? ვისცერული ლეიშმანიოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძვლის ტვინს, ელენთას, ღვიძლს და ლიმფურ კვანძებს. რამდენად ხშირია ლეიშმანიოზის შემთხვევები საქართველოში? ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების ნახევარზე მეტი ქ. თბილისში ფიქსირდება. უკანასკნელ წლებში ვისცერული ლეიშმანიოზის გავრცელებამ მკვეთრად მოიმატა საქართველოში და წელიწადში დაახლოებით 200-მდე ახალი შემთხვევა აღინიშნება. რა სიმპტომები აქვს ლეიშმანიოზს?...
Category: faq
დედიდან ბავშვზე ინფექციათა გადაცემა
რა არის თანდაყოლილი ინფექცია? ახალშობილთა სიკვდილობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ინფექციური დაავადებები. ახალშობილების ინფექციათა უდიდესი წილი მოდის თანდაყოლილ ინფექციებზე. ვირუსები და ბაქტერიები დედიდან ბავშვზე შეიძლება გადაეცეს ორსულობის, მშობიარობის და დედის რძით კვების დროს. ინფექციათა ნუსხა, რომლებიც ორსულისათვის საშიშროებას წარმოადგენს ნაყოფზე გადაცემის თვალსაზრისით, ძალიან ფართოა, თუმცა მათგან თავისი სიხშირით და აქტუალობით შეიძლება გამოიყოს შემდეგი...
ალერგია
რა არის ალერგია?ალერგია არის გაძლიერებული რეაქცია ისეთი ფაქტორების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ არ უნდა იწვევდნენ რაიმე სახის დარღვევას ადამიანის ორგანიზმში. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი, მცენარეების ან ოთახის მტვერი, შინაური ცხოველების ეპითელიუმი, წამლები და სხვა.როგორ ვლინდება ალერგია?ალერგიის გამოვლინებები მრავალფეროვანია: გამონაყარი, შეშუპება, ქავილი,ცემინება, სურდო, ცრემლდენა, თვალების გაწითლება, სუნთქვის გაძნელება,ხველება, ქოშინი, “მსტვინავი” სუნთქვა. ეს არის არასრული...
ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია
რამდენად გავრცელებულია ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია? ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას. სქესობრივად აქტიურ ადამიანთა დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება პაპილომავირუსით. რას იწვევს ადამიანის გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია? პაპილომავირუსის მნიშვნელობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც წარმოადგენს ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილობის მეორე მიზეზს...
ჰეპატიტები
რა არის ჰეპატიტი? ჰეპატიტი ნიშნავს ღვიძლის ანთებას. მისი გამოწვევა შეუძლია სხვადასხვა ვირუსს, ბაქტერიას, ზოგიერთ მედიკამენტს, ტოქსინს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას და სხვა. თუმცა ჰეპატიტის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს A, B და C ჰეპატიტის ვირუსები წარმოადგენს. როგორ გადაეცემა B და C ჰეპატიტის ვირუსები? B და C ჰეპატიტის ვირუსები ადამიანის ორგანიზმში ხვდება ამ ვირუსებით ინფიცირებული სისხლის და ორგანიზმის...