C ჰეპატიტის პროგრამა

Home / C ჰეპატიტის პროგრამა
კლინიკა “ნეოლაბი” ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოხდა სხვადასხვა კლინიკების შეფასება და შეირჩა 4 კლინიკა, რომლებსაც მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროგრამაში და განეხორციელებინათ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ ოთხ კლინიკას შორის „ნეოლაბი“ იყო ერთ-ერთი, რომელიც პირველივე ეტაპზე ჩაერთო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის დაწყებიდან დღემდე კლინიკაში ათასობით ადამიანმა ჩაიტარა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა, რომელთა უმრავლესობა სრულად განიკურნა C ჰეპატიტის ვირუსისგან.

კლინიკანეოლაბშიშესაძლებელია C ჰეპატიტზე პირველადი გამოკვლევა უფასოდ.

საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში გააგრძელოს გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და დაიწყოს მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, არის თუ არა ინფიცირებული, რომ დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება , რათა წლების მანძილზე არ განვითარდეს C ჰეპატიტის ისეთი გართულებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო.

პაციენტთა მკურნალობა მიმდინარეობს ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებითსოფოსბუვირითა და ჰარვონით.

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები სრულიად უფასოა.

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საჭირო გამოკვლევა უფინანსდებათ 30%-ით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, რომელთა სოციალური ქულა არ აღემატება 70 000- და მათი რეგისტრაციის ადგილი (მისამართი) არის . თბილისი, ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდებათ სრულიად უფასოდ (მათი გამოკვლევების თანადაფინანსებას ახორციელებს თბილისის მერია).

საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, რომელთა სოციალური ქულა არ აღემატება 70 000- და მათი რეგისტრაციის ადგილი (მისამართი) არის . თბილისის გარდა ნებისმიერი რაიონი, ყველა საჭირო გამოკვლევა უფინანსდებათ 70%-ით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.